Powered by Jasper Roberts - Blog

11:44 05.11.2017
გერმანიაში, ახალგაზრდა პიანისტის მიხეილ ყანდაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება

„კულტურა ვინდეკის“  (kultur windeck) ორგანიზებით ახალგაზრდა ვარსკვლავებისთვის კონცერტების ახალი სერია იწყება, რომლის ფარგლებშიც სოლო კონცერტებს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები გამართავენ. კონცერტის მიზანია, რომ მუსიკოსებმა საკუთარი შემოქმედება მსოფლიოს გაცნონ. საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც იბიცაზე 2017 წელს ჩატარდა, ნომინაცია „სოლო კონცერტი“ მოიპოვა ქართველმა, ახალგაზრდა და ნიჭიერმა პიანისტმა მიხეილ ყანდაშვილმა.


კონკურსი „Ibiza International Piano Competition” 1999 წლიდან არსებობს, სადაც ბევრმა გამოჩენილმა პიანისტმა მიიღო მონაწილეობა.


5 ნოემბერს ქართველი პიანისტი მიხეილ ყანდაშვილი,  კიოლნის ქალაქ ვინდეკში ჩაატარებს სოლო კონცერტს.  მუსიკოსი „Kulturzentrum kabelmetal“-ის დარბაზშიდაუკრავს და მსმენელს შესაძლებობა ექნება ეზიაროს  ბახ-ლისტის პრელუდიასა და ფუგა სოლ მინორის, ბეთჰოვენის N 8 „პათეტიკური“ სონატის, ლისტის გრანდიოზული  სი მინორულ სონატის, სკრიაბინის ორ პოემის და გია ყანჩელის ნაწარმოებების უმაღლეს დონეზე შესრულებას. 


 

მიხეილ ყანდაშვილი ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელიც საქართველოში  ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სასწავლებელში მზია გოგაშვილის კლასში სწავლობდა. საქქართველოში ყოფნის პერიოდში მრავალი სოლო კონცერტი გაუმართავს,  სახელმწიფო ორკესტრებთან ერთად დაუკრავს, მრავალი კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატი გახდა. მუსიკალური სკოლის წარმატებულად დამთავრებისთანავე კი  ავსტრიის დედაქალაქ ვენაში კონსერვატორიაში ჩააბარა  - თამარა აჩბას კლასში. შესანიშნავი პროფესორის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა პიანისტმა ასაკის მიუხედავად თავისი სიტყვა, მსოფლიო ასსპარეზზე საქართველოს - სამშობლოს სახელითაც უკვე არაერთხელ თქვა. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge