Powered by Jasper Roberts - Blog

12:58 04.11.2017
წითელ ჯვარში აღიარეს, რომ ებოლასთან ბრძოლისას 5 მილიონი დაიკარგა

საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში წითელი ჯვარი აღიარეს, რომ ვირუს ებოლასთან ბრძოლისას 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაიკარგა. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო წერს.

 

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული თანხა თაღლითობისა და კორუფციის შედეგად დაიკარგა, როდესაც სამედიცინო ინსტრუმენტები არაადეკვატურად მაღალ ფასად შეიძინეს.

 

გამოძიების მსვლელობისას აუდიტორებმა ასევე აღმოაჩინეს არარსებული თანამშრომლების ხელფასები და ყალბი საბაჟო ანგარიშები.

 

ებოლას აფეთქებამ 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით, კოლოსალური თანხების მობილიზება მოხდა.

 

ორგანიზაცია ბოდიშს იხდის ჰუმანიტარული მიზნით განკუთვნილი თანხის დაკარგვის გამო და პირობას დებს, რომ ფინანსებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს, შესაბამისს პირებს კი სამართლებრივი დევნა ელით.

 

ჰუმანიტარული მიზნისთვის განკუთვნილი ფული სიერა ლეონეში, გვინეასა და ლიბერიაში მიითვისეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge