Powered by Jasper Roberts - Blog

15:55 03.11.2017
მოამზადეთ ეს გემრიელი ფუნთუშები 15 წუთში! ძალიან მარტივია

თუ თქვენ ზედმეტი ხაჭო შემოგრჩათ, საინტერესო საქმეს შემოგთავაზებთ. თქვენ შეგიძლიათ გამოაცხოთ უგემრიელესი ფუნთუშები. ჯერ ერთიც, მისი მომზადება რამდენიმე წუთში შეგიძლიათ, მეორეც ისინი ძალიან ჰაეროვანი გამოდის.

 

ინგრედიენტები:

 

200 გრ. ფქვილი

ხაჭო – 250 გ

შაქარი – 5 ს/კ

ვანილი – 2 გ

ფქვილი – 250 გ

კვერცხი – 2 ცალი

მარილი – ცოტაოდენი

გამაფხვიერებელი – 12 გრამი

რძე – 2 ს/კ

 

მომზადების წესი:

 

1. კვერცხი შაქარს, ვანილს, მარილს და ხაჭოს შეურიეთ.გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი. ცომი არ უნდა იყოს ძალიან სქელი. გააბრტყელეთ პერგამენტის ქაღალდზე და მცენარეული ზეთი გადაუსვით.

ხელები ცივი წყლით დაიბანეთ.

 

2. ცომს მიეცით ფუნთუშის ფორმები. შიგთავსი ჩადეთ (რომელიც პირველ პუნქტშია მოცემული). ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ და ფუნთუშები 12 წუთით აცხვეთ. კულინარიული ფუნჯით, გამომცხვარ ფუნთუშებს, რძე გადაუსვით. მოაყარეთ შაქარი და ღუმელში 3-5 წუთით შედგით.

 

გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge