Powered by Jasper Roberts - Blog

11:41 03.11.2017
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას, უცხოებთან კამათს. დღის მეორე ნახევარი საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. დაარეგულირეთ ურთიერთობა ნათესავებთან. 



კურო
ნათესაური სიახლეებისა გაგების, საოჯახო საქმეების შესრულების დღეა. გზაში და სტუმრობისას შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოთ თავი. გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. 



ტყუპი
ყველა სიტუაცია ობიექტურად განიხილეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. შეადგინეთ უქმეების მენიუ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ტრადიციულ კერძებს. 



კირჩხიბი
მგრძნობიარე ხართ და შემოქმედებითად განწყობილი. თქვენი ესთეტიკური გემოვნება გამოვლინდება სამოსში, ინტერიერში, საჩუქრებში. აისრულეთ პირადი სურვილები. 



ლომი
კარგი დღეა მუსიკალურ სფეროსა და კინოხელოვნებასთან დაკავშირებული ნიშნებისთვის. მეტი მზრუნველობა და სიყვარული გმართებთ ახლობლების მიმართ. 



ქალწული
ახალ მეგობრებს, პარტნიორებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. ნუ იქნებით მათ მიმართ კრიტიკული. კარგი დღეა მოდური სამოსის შესაძენად. 



სასწორი
შეგეცვლებათ შეხედულებები, ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. დაარღვევთ სტრერეოტიპებს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. 



მორიელი
საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. საკუთარ ადგილს მიუჩენთ ყველას და ყველაფერს. გამოავლენთ პრინციპულობას და სიტუაციის მიუხედავად, პარტნიორის, საქმის ერთგული დარჩებით.



მშვილდოსანი
დღეს მეტად გმართებთ ჰარმონიულობა და დელიკატურობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, სასიყვარულო პარტნიორთან. ფრთხილად შეარჩიეთ საუბრის თემა და შეხვედრის ადგილი. 



თხის რქა 
სწორად შერჩეული სტრატეგია გამარჯვების საწინდარია. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ იმპულსურობას. 



მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ახლობლების მიმართ მეტად უნდა იყოთ მზრუნველი და მოსიყვარულე. 



თევზები
თამამ და მიზანმიმართულ თევზებს ყველა საქმეში გამარჯვება ელით. ფული მხოლოდ საჭირო ნივთებზე დახარჯეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge