Powered by Jasper Roberts - Blog

16:30 02.11.2017
თაფლის ნამცხვარი ჯემით და ქიშმიშით ( სამარხვო)

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 0.5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ კაკაო
  • 0.5 ჭიქა ქიშმიში
  • 0.5 ჭიქა ნიგოზი
  • 0.5 ჭიქა ზეთი
  • 0.5 ჭიქა ჯემი
  • ფქვილი რამდენიც დასჭირდება

 

მომზადება:

შაქარს დავამატოთ წყალი, ზეთი, დავდგათ გაზქურაზე და ცოტათი გავაცხელოთ, შემდეგ დავამატოთ თაფლი, ავურიოთ, როდესაც შაქარი და თაფლი გადნება გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავამატოთ სოდა, კაკაო, დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში, გამაფხვიერებელი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია).მომზადებული ცომი ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 30–35 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავჭრათ შუაზე და წავუსვათ ჯემი.

 

 

ავტორ(ებ)ი : receptebi.ge