Powered by Jasper Roberts - Blog

15:15 02.11.2017
„სამხრეთ ოსეთი“ ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის. ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. საბაჟო კომიტეტის „ხელმძღვანელმა“ მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა. 



მისი თქმით, „საბაჟო“ „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე იმუშავებს.



ცხოვრებოვის განცხადებით, საქართველოსთან „საზღვარზე“ საბაჟო პუნქტის გახსნის იდეა საქართველოდან შემოსული ტვირთების მოცულობის მონიტორინგის შემდეგ გაჩნდა, ვინაიდან აქამდე ამ ტვირთებს არანაირი გადასახადი არ ემატებოდა.



„პუნქტის გახსნა შემოტანილი პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის კონტროლისთვის არის საჭირო. ყველა შემოტანილი პროდუქცია წლების განმავლობაში გადასახადებისგან თავისუფალი იყო“, - განაცხადა ცხოვრებოვმა.



მისი თქმით, ახალი საბაჟო პუნქტის გახსნისთვის საჭირო მთელი დოკუმენტაცია შესათანხმებლად ხელისუფლებაში არის გადაგზავნილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge