Powered by Jasper Roberts - Blog

13:47 01.11.2017
ვის ელოდება წინ "ტკბილი ნოემბერი" - სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

შემოდგომა ჯადოსნური პერიოდია და ბევრისთვის ასოცირდება ახალი ურთიერთობების დაწყების პერსპექტივასთან. ეს არის ყველაზე პოეტური პერიოდი იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის მეორე ნახევარში ევლინება ქვეყანას. ამიტომ განსაკუთრებით უმართლებთ ხოლმე სასიყვარულო ფრონტზე შემოდგომის პერიოდში მორიელებს, მშვილდოსნებს, თხის რქებს, სასწორებსა და ქალწულებს. თუმცა, არც სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრება იქნება მარტივი და მოსაწყენი, კონკრეტულად ამ ნოემბერში. 



ასე მაგალითად ვერძს შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერთად მოკლევადიანი მოგზაურობის შანსი მიეცეს, რომელიც მას დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს. 



ხოლო კუროების დიდ ნაწილს მოუწევს ნოემბრის 18-20 რიცხვებს შორის თავისებური "ტესტი" ჩააბაროს ფსიქოლოგიურ გამძლეობაზე. იმიტომ რომ, დიდია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვის შანსი, რომლის მოგვარებაც მთლიანად თქვენს მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული. 


ტყუპის ცხოვრებაში ემოციური "ტაიმაუტის" პერიოდი დგება. სასურველია, ძვირფასო ტყუპო, ცოტა ხნით თავადაც დაისვენოთ საყვარელი ადამიანის გარემოცვისგან და ამ უკანასკნელსაც მისცეთ მარტო ყოფნის საშუალება. ეს თქვენ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს. 



კირჩხიბებს 
ასტროლოგები ურჩევენ ღიად და გულწრფელად ისაუბრონ მეორე ნახევართან და საყვარელ ადამიანებთან. შესაძლოა, არსებობს წყენა და კონფლიქტები, რომლის გარკვევაშიც ხელს მშვიდი საუბარი შეგიწყობთ. 



ლომების დიდ ნაწილს ნოემბრის მეორე ნახევარი დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს სასიყვარულო ფრონტზე. შესაძლოა თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარსაც კი შეხვდეთ ზუსტად ახლა. 



ქალწულების უმეტესობას შესაძლოა მოეჩვენოს, რომ საყვარელი ადამიანისგან სითბო და ყურადღება დააკლდა. არადა, ზუსტადაც რომ პირიქით არის. აჯობებს თავად მოიცალოთ სიყვარულისთვის. 


სასწორმა შესაძლოა მოულოდნელი რომანი გააბას უკვე დიდი ხნის ნაცნობ ადამიანთან. გამორიცხული არ არის ისიც, რომ თქვენი ინტერესის ობიექტი სულაც ახლო თანამშრომელი იყოს. 



მორიელს ასტროლოგები სასიყვარულო პაემანის დანიშვნას 20 ნოემბრის შემდეგ ურჩევენ. ამ პერიოდში თქვენი მომხიბვლელობა პიკს აღწევს და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მარტივად დაატყვევებთ ინტერესის ობიექტის გულს. 



მშვილდოსანს შესაძლოა სასიყვარულო გმირობებისა და სიგიჟეების ჩადენისკენ უბიძგოს ნოემბერმა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველას როდი ეამება ამგვარი ორიგინალური საქციელი თქვენგან. აჯობებს ემოციები საყვარელი ადამიანის მიმართ, საჩუქრით გამოხატოთ. 



თხის რქების დიდი ნაწილისთვის შესაძლოა სასიყვარულო ფრონტზე სირთულეები წარმოიშვას. რისი მიზეზიც მათივე სიჯიუტე და კონსერვატორული შეხედულებები იქნება. ნუ აყვებით კონფლიქტში საყვარელ ადამიანებს და ეცადეთ, მეტად დათმოთ. 



მერწყულისთვის 
ნოემბერი სასიყვარულო კავშირების გააქტიურების წინაპირობას მოიტანს. დრო დადგა უკვე არსებულ პარტნიორთან გაცილებით უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგათ, ხოლო თუ ჯერ მხოლოდ მსუბუქ სიმპათიას გრძნობთ ვინმეს მიმართ სასურველია, იაქტიუროთ. 



და ბოლოს, თევზები სასურველია, თუკი საკუთარი თავით დაკავდებიან და ამით საშუალებას მისცემენ მეორე ნახევარს უკეთ გაერკვეს გრძნობებში. თვის ბოლო დეკადაში სასიამოვნო მოგზაურობა გელით.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge