Powered by Jasper Roberts - Blog

12:17 01.11.2017
პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სწავლა და საჭირო კონტაქტების გაუმჯობესება იქნება დღის მთავარი საზრუნავი. იყავით ცნობისმოყვარე და დიპლომატიური. ყურადღება გმართებთ მიმოწერისას - არ შეგეშალოთ ადრესატი და თემა. 



კურო
ყურადღებიანი და დაკვირვებული იყავით. დღის მეორე ნახევარში გადაიტანეთ ხელშეკრულებების გაფორმება, ინფორმაციის მოძიება, კოსმეტიკური პროცედურები. 



ტყუპი
გარშემო მყოფებს იდეებითაც მოამარაგებთ და მათ განხორციელებაშიც დაეხმარებით. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა. თუმცა, მოერიდეთ ფეთქებადობას, არ იკმათოთ. 



კირჩხიბი
დღეს თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ყველაფერი უჩვეულო და საიდუმლოებებით მოცული. კარგი დღეა სწავლისა და ინტელექტუალური საუბრებისთვის. 



ლომი
დაინტერესდით რას ფიქრობენ თქვენზე, თქვენს საქმიანობაზე გარშემო მყოფები. გაითვალისწინეთ მათი მოსაზრებები და რჩევები. ზოგიერთს თავბრუდამხვევი რომანის დაწყება ელის. 



ქალწული
კარგი დღეა სწავლისა და საკუთარი პროექტების გასავითარებლად. აგვისტოში დაბადებულები ბრმად ნუ ენდობით პარტნიორებს. აგრეთვე, ნუ გადავარდებით ილუზიებში. 



სასწორი
დღეს მეტად ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ხართ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, შეეხმიანეთ მკურნალ ექიმს. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 


მორიელი
იყავით დიპლომატიური, ხელგაშლილი, მოღიმარი. კრიტიკულ სიტუაციაში ოპტიმისტური განწყობა და იუმორის გრძნობა გიშველით. 



მშვილდოსანი
იყავით დემოკრატიული და დიპლომატიური გარშემო მყოფების მიმართ. ნუ წამოეგებით პროვოკაციას. ბიზნესის წამოწყებამდე დაფიქრდით, რა წარმატებას მოგიტანთ იგი თქვენ და თქვენს პარტნიორს. 



თხის რქა
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. დღეს უამრავი წვრილ-წვრილი ვალდებულება გექნებათ მოსაგვარებელი. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების შედგენისას, მიმოწერისას. 



მერწყული
თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. 



თევზები
ცვლილებები მოგინდებათ, მაგრამ კარდინალურს მოერიდეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საღამოს დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge