Powered by Jasper Roberts - Blog

11:45 01.11.2017
თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი იწყება

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი იწყება, რომელიც საქართველოში წელს უკვე მეცხრედ გაიმართება. 

 

4 დღის განმავლობაში, თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ესტუმრებიან და ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან. 

 

ფესტივალის ფარგლებში 4 კონცერტი გაიმართება ჯ. კახიძის სახელობის მუკისის და კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზსა და „ფაბრიკაში".

 

ქართველი მსმენელისთვის რეპერტუარის გაცნობასთან ერთად, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები ყოველდღიურ მასტერკლასებსა და გაკვეთილებს ჩაატარებენ კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისთვის.

 

ფესტივალი 1 ნოემბერს დაიწყება და 4 ნოემბერს დასრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია დარბაზების სალაროებში, ასევე ვებგვერდებზე -   www.biletebi.ge;  www.tkt.ge. („ფაბრიკაში" კონცერტზე დასწრება თავისუფალია).

 

ფესტივალის პროგრამის, ასევე მონაწილეების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე -  Tbilisi wind fest

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge