Powered by Jasper Roberts - Blog

15:17 30.10.2017
2 ნოემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში, სპექტაკლის ,,კურდღელი" პრემიერა გაიმართება

2 ნოემბერს, 20 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული დარბაზის სცენა ამჯერად დებიუტანტი რეჟისორის, - მარიამ გაგლოშვილის სპექტაკლის „კურდღელი“ პრემიერას დაეთმობა.

 

მაყურებელი შეაფასებს თეატრისა და კინოს უნივრსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის (ქანთარიას ჯგუფი) ნამუშევარს მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების თემაზე.

 

სპექტაკლის მხატვარია დავით ლაპიაშვილი. სპექტაკლში დაკავებულნი არიან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: მერაბ ბრეკაშვილი, ნაირა გელაძე, ლევან კაციაშვილი. კინომსახიობთა თეატრიდან რეჟისორმა სპეციალურად ამ დადგმისთვის მსახიობი ანა მატუაშვილი მოიწვია.

 

სპექტაკლის შესახებ: ახალგაზრდა ქალი სინამდვილიდან უცნაურ, უცნაურ სამყაროში გაქცევას ცდილობს, იქ, სადაც მისი შვილი ცოცხალია. უსაზღვრო ტკივილს დანაშაულის გრძნობაც ემატება.. შეშინებული სიდონია რეალობას გაურბის და იმ სათამაშო თეთრ კურდღელს ემსგავსება, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge