Powered by Jasper Roberts - Blog

11:24 30.10.2017
ანსამბლი "შავნაბადა" სტრასბურგში, დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაში მიიღებს მონაწილეობას

7  ნოემბერს ანსამბლი "შავანაბდა" თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით, სკოლის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე მიემგზავრება.


ანსამბლი 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს სასახლეში,   ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების,თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილის წინაშე წარსდგება.


9 ნოემბერს სტრასბურგის ერთ-ერთ ტაძარში გაიმართება აფხაზეთის სიმღერის სახელმწოფო ანსამბლ "შავნაბადას" სოლო კონცერტი.


(მისამართი:

Presbytère de la Paroisse protestante de la Robertsau

86, rue Boecklin – 67000 S)

 

სპეციალურად ამ ვიზიტისთვის კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ავტორობით შეიქმნა ევროპის ჰიმნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის, ახალი ვერსია, რომელსაც "შავნაბადა" ევროპის საბჭოს სასახლეში  საზეიმოდ შეასრულებს. შერულდება ხალხური სიმღერები და . კახიძის მრავალჟამიერი.


 

დიდ მადლობას ვუხდით თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას და მის ხელმძღვანელს, არმაზ ახვლედიანს თანადგომისათვის, ასევე საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ევროპის საბჭოში და ელჩს, ირაკლი გივიაშვილს. დიდი მადლობა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას და ამ პროექტის ყველა მხარდამჭერს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge