Powered by Jasper Roberts - Blog

13:02 28.10.2017
თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი გაიხსნა

27 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი გაიხსნა, რომელიც, 30 ოქტომბრის ჩათვლითაგრძელდებაჩვენებების დაწყებამდე, საერთაშორისო სტუმრებისთვის,  დიზაინერ მარიამ გვასალიას ახალ მაღაზიაში დათვალიერებამ ოეწყოკვირეულის ოფიციალური განრიგი ლაშა ჯოხაძემ გახსნა, მას მოჰყვა MIRO- კოლექცია. ხოლო, საღამო მსოფლიო ბრენდის Weekend Maxmara იტალიური წვეულებით, სასტუმრორადისონ ბლუ ივერია"- ში დასრულდა

 

2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო მულტიფუნქციური სივრცერესპუბლიკა" მასპინძლობს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოსაწარმოე საქართველოში" და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia- ფარგლებშ. კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL.

 

4 დღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA. კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექცისაც ვიხილავთ:  MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.

 

ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT after party რადისონის სურფეის ბარში, Weekend MaxMara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია კაფე ლინვილშიMartini reception ივერია კაფეშიFlying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაშიEthere accessoire პრეზენტაცია რადისონის ოქსიჯენ ბარში და Musya's Lips for TFW ლოლიტაში.

 

თბილისის მოდის კვირეული აგრძელებს ტრადიციას და SOLO-სთან ერთად წარმოადგენს პროექტს Style Icon, რომელიც ამჯერად გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ელენე ახვლედიანის ეძღვნება. ღონისძიება ლეღვთახევში გაიმართება.

 

კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი დიდ და მოდურ ღია წვეულებას გამართავს 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტრი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და რა თქმა უნდა შოპინგი.

 

გრძელდება პროექტიTalks by Marketer.ge - საუბარი მოდის მარკეტინგზე 28 ოქტომბერს, რადისონის ბოლრუმში გაიმართება. მასზე VOGUE ITALIA-Vivienne Westwood-ის და ISTITUTO MARANGONI- წარმომადგენლები წარდგებიან სპიკერებად. კონფერენციის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა  Vogue italia, Vogue UK,Vogue Russia, Vogue UkraineFucking Young, Style Sight Worldwide, Buro 24/7, The Blonde Salad, Styleograph, Omnistyle, Jungle Magazine, Grazia France, L'officiel Ukraine, Harper's Bazaar Ukraine,NOWFASHION, Grazia ItaliaGlamour ItalyHighsnobietyElle Italiaრაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოსაწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა ALDUCA D'AOSTA (VENEZIA), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, NEW YORK), TESSABIT (MILAN) და L'ECLAIREUR (PARIS).

 

თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებზე და ვებ გვერდებზე.

 

 

ოფიციალური მასპინძელი: რადისონ ბლუ ივერია"

ლოკაციამულტიფუნქციური სივრცერესპუბლიკა"

გენერალური სპონსორი: თბილისი მოლი

მხარდამჭერები    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სააგენტოაწარმოე საქართველოში" და თბილისის მერია.

პარტნიორები:        არტ ჰაუსიINGLOTივერია კლუბი - პრემიუმ კლასის პრივილეგირებული ბარათიAbsolut, Charles & Keith, კაფე ივერიაMarketer.ge, Martini, ლეღვი ლეღვთახევშიSobranie, კაფე ლინვილიSOLO.

საინფორმაციო მხარდაჭერა:   ტელე იმედი"Music Box", „ფორტუნა პლიუსი", „არტარეა", "Energy Magazine", "ალმა - alma" და ნარგისი საქართველო

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge