Powered by Jasper Roberts - Blog

12:19 28.10.2017
ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისშია

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი თბილისში დღეს დილით, გამთენიისას ჩამოფრინდა. ბიორკი  საქართველოში 12 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. როგორია ბიორკის განრიგი კონცერტებამდე, ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით, ის მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, საქართველოს რამოდენიმე კუთხეს ესტუმრება.


დღესვე თბილისში ჩამოფრინდება ბიორკის ორივე კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი.


ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს, ბარნასონი ხვალიდან შეუერთდება.


ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს  სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.

 

ექსპერიმენტულად შემოქმედებით მოვლენად“ აღიარებული ცოცხალი ლეგენდა კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.  კონცერტებს წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS.


 

შეგახსენებთ რომ ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge