Powered by Jasper Roberts - Blog

12:23 27.10.2017
სიახლე მოზარდ მაყურებელთა თეატრისაგან ყველა ასაკის მაყურებლისთვის!

სიახლე ყველა ასაკის მაყურებლისთვის!


ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. სამი სახის აბონემენტი: ცეროდენა, მეგობარი, თეატრალი- გათვლილია ყველა ასაკის მაყურებელზე.


აბონემენტი „ცეროდენა“ განკუთვნილია უფროსზე და 2 ბავშვზე,  4-ჯერადი შესვლის უფლებით . აბონემენტი „ცეროდენა“ განსაზღვრულია  2-10 წლამდე ბავშვზე.


აბონემენტი „მეგობარი“ განკუთვნილია 11-15 წლამდე მაყურებლისთვის. აბონემენტის საშუალებით 1+1, მომხმარებელი მეგობართან ერთად ბილეთს მხოლოდ 3 ლარად შეიძენს და დაესწრება 4 სპექტაკლს.


აბონემენტი „ თეატრალი“ 15 წელს ზემოთ მაყურებელზეა გათვლილი, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში 8-ჯერ შეუძლია დაესწროს სპექტაკლებს.


სპექტაკლების არჩევა მომხმარებელს თავად შეუძლია.


 

აბონემენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სალაროში. აბონემენტებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2017-18 წლების თეატრალური სეზონის განმავლობაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge