Powered by Jasper Roberts - Blog

11:12 27.10.2017
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ერუვნული სიმფონიური ორკესტრი, ბიორკის კონცერტებისთვის ემზადება.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, სიმებიანი შემადგენლობა, უკვე მესამე დღეა იმ რეპერტუარზე მუშაობს, რომელსაც ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი საქართველოში შეკრებილი მსმენელების წინაშე წარადგენს.

 

31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს დაგიგმილი ბიორკის კონცერტების პროგრამა იდენტური იქნება და  ძირითადად მის 2015 წლის ალბომს, „Vunicura“-ს წარმოადგენს. „Vulnicura Strings“ ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს  სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.


ბიორკის და ასევე ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორის,  ბიარნი ბარნასონის საქართველოში ჩამოსვლამდე, ორკესტრის წევრები რეპეტიციებს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით გადიან.


ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


Björk-ის მუსიკის რეპეტიციები დავიწყეთ და ყოველი სიმღერის აკომპონიმენტის შესრულებისას ძლივს ვიკავებ თავს ემოციის გამოხატვისგან... ძალიან შთამბეჭდავი კონცერტი გველის და მიხარია, მიხარია როგორც ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელს და კიდევ უფრო მეტად მიხარია, როგორც ადამიანს, ვისი შემოქმედებითი ცხოვრებაც და ხედვაც მნიშვნელოვნად განაპირობა ისლანდილემა გენიოსმა!!!


საქართველოში ბიორკის კონცერტების წარმდგნი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS -ია.

 

 

შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge