Powered by Jasper Roberts - Blog

18:31 24.10.2017
"ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ამ ამაზრზენ ფაქტზე, თუ როგორ ბილწავენ ეკლესიებს და საპირფარეშოდ აქცევენ" – მამა სერაფიმე ჰერეთში არსებულ პრობლემებზე

ისტორიული ჰერეთი (დღვანდელი საინგილო) იწყება იქ, სადაც კახეთი მთავრდება. საქართველოს და ჰერეთის ტერიტორიას  მდინარე მაწიმი ჰყოფს. დღეს აქ მდებარეობს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომლის საშუალებითაც, ჰერეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს უკავშირდებიან. მდიდარი ბუნება, რელიეფის მრავალფეროვნება, შესანიშნავი ჰავა და წყალუხვი მდინარეები, მეტად ნაყოფიერი ნიადაგი, მდიდარი მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო ძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას. მდიდარი ისტორიის მქონე მხარე დღესაც ცდილობს, მოიკრიბოს უკანასკნელი ძალები და შეინარჩუნოს სარწმუნოება და ქართველობა. თუმცა, ეს ძალიან ძნლია და რაც დრო გადის მით უფრო რთულდება. ახალგაზრდებს უჭირთ იქ ცხოვრება, ამიტომ, ყველა საქართველოში ჩამოდის და შესაბამისად, იქაურ სოფლებში მოსახლეობა უფრო და უფრო მცირდება. იქ მცხოვრებ ქართველებს უამრავი პრობლემა აქვთ განათლებასთან დაკავშირებით. სარწმუნოების შესანარჩუნებლად კი ძალიან დიდი გარჯა უწევთ.

 

ამ ყველაფერს ემატება მართლმადიდებლური ეკლესიების შეურაცხყოფის არაერთი მაგალით, რომელიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ჩნდება არაერთი ტელევიზიის ეკრანებზე და ვრცელდება ონლაინ მედიაში. (ვრცლად ინფორმაცია იხილეთ ლინკზე).

 

დღესდღეობით, მძიმე მდგომარეობაა ზაქათალაში არსებულ წმიდა სამების ეკლესიაში, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას საპირფარეშოდ აქვს ქცეული. მართლმადიდებლური ეკლესიის შენობა XIX საუკუნისაა. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ტაძრისთვის დაფა აქვს მიკრული, სადაც წერია, რომ ეკლესია   IV-X საუკუნეების აალბანური ძეგლია.

 

 

საქართველოს მხრიდან, ასეთ ფაქტებზე მხოლოდ საპატრიარქო რეაგირებს (განცხადება იხილეთ ლინკზე), მმართველი ხელლისუფლება კი, როგორც ყოველთვის ჩუმადა. იმ შემთხვევაში კი, როცა ჰერეთის მოსხლეობა აპროტესტებს და მოითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას, აზერბაიჯანში მთზე, სხვადასხვა სახით ზეწოლა ხორციელდება.

 

22 ოქტომბერს ჰერეთის ასოციაციის ორგანიზებით ჰერელები მამა სერაფიმეს, ქანდაში, წმინდა ცამეტ ასურელ მამათა მონასტერში ესტუმრნენ. მამა სერაფიმე მომლოცველებს გულთბილად დახვდაჰერელება საკუთარ მხარეში არსებული პრობლემები გააცნეს და რჩევა სთხოვეს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.

 

როგორ უნდა მოიქცეს ჰერელი მოსახლეობა, რაშია გამოსავალი? ამასთან დაკავშირებით მამა სერაფიმე  ჯორჯან თაიმსსაცესაუბრა:

 

"ეკლესიის წაბილწვა, რომელიც ჩვენ ვიდეო რგოლში ვნახეთ შემზარავია და ამაზრზენი. ჩვენ ყველა ერთად, ჰერეთის სულიერ სადარაჯოზე უნდა დავდგეთეს აუცილებელია. ხმა ყოველთვის უნდა მივაწვდინოთ და მოგვაწვდინონ. ამის შესახებ ხმამაღლა ითქვას. ოღონდ,უნდა ითქვას რბილად და არა -ზიზღით. სწორად უნდა წარმოადგინონ ის ფაქტებირაც იქ ხდება. შეფასება უნდა მივცეთ იქ არსებულ მოვლენებს, რომლის შემდეგაც აქ მყოფ მუსლიმები გაიგებენ, თუ რა ხდება იქ, ეკლესიებში. ვფიქრობამის შემდეგ აქ მყოფი აზერბაიჯანელებიც უნდა გამოეხმაურონ ამ ფაქტს. ჩვენ კი აუცილებლად, ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ამ ამაზრზენ ფაქტზე, თუ როგორ ბილწავენ ეკლესიებს და საპირფარეშოდ აქცევენ.


ერთია ის, რომ ყველამ ერთად ვილოცოთ და მეორე ის, რომ ამის შესახებ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, არ უნდა შეგვეშინდეს. მიუხედავად იმის, რომ მოსახლეობის შევიწროება ხდება. ესეც ცალკე პრობლემაა და ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევენ იქ მყოფ ქართველებს.


მე ყველა ჰერელს მივმართავ დიდი სიყვარულით... აქ არიან ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები და ზუსტად ჰერელი უნა გახდეს მღვდელმსახური, რომ იქაურობას მიხედოს და იდგეს სადარაჯოზე. აი, 2 000 ასურელი ვართ და მათგან ერთერთი მე ვარ. წარმოშობით ასურელი ვარ და უწმინდესმა მე მაკურთხა, რომ ასურელებში ვყოფილიყავი, ასურულ ენაზე წირვა აღმევლინა, მექადაგადღეს, ხედავთ, რომ სადღაც, ღმერთის წყალობით, უწმინდესის ლოცვაკურთხევით მივაღწიეთ. ჩვენს შესახებ იციან და გავაცანით ჩვენი თავი. ასევე უნდა მოიქცნენ ჰერელებიცარავინ არ მოეკიდება პრობლემას, ისე, როგორც შენი სისხლი და ხორცი,“აღნიშნა მამა სერაფიმემ.

 

ჰერეთის პრობლემებზე ასევე გვესაუბრაჰერეთის ასოციაციისერთერთი წევრი დანიელ ყულოშვილი:

 

ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ მამა სერაფიმეს ქართველი მრევლისთვის გაეცნო ჰერეთის კუთხე და მისი პრობლემები. თვითონ მამა სერაფიმე დედით ჰერელია და გულთანა ძალიან ახლოს მიაქვს ჰერელების პრობლემები. წირვის დროს იქადაგა იმის შესახებ, რომ ჰერელებს გვერდში დგომა სჭირდებათ.


ეს მართლაც ასეა, რადგან იქ ძალინ მძიმე სიტუაციაა და  დახმარება გვჭირდება. მართლმადიდებლური ტაძრების შეურაცხყოფა და წაბილწვა მიდის. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს: თუნდაც ერთი რომ ვთქვათ, ზაქათალის წმინდა სამების ეკლესია საპირფარეშოდაა ქცეული, კარები აქვს ჩამოხსნილი და გაუბედურებულია. ეს იმის, ფონზე უფრო მძაფრად ჩანს, როდესაც საქართველოში ამდენი მეჩთია და ქართველი ხალხისგან ასეთი ფაქტები იშვიათა.

 

ასევე მოვუწოდებ ჰერელ ახალგაზრდებსაც, რომ გვერდში დაგვიდგნენ და ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას ის, მძიმე მდგომარეობა, რაც ჰერეთშია,აღნიშნაჯორჯიან თაიმსთანსაუბარში დანიელ ყუოშვილმა.

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge