Powered by Jasper Roberts - Blog

16:49 20.10.2017
ვინ არის პატარძალი, რომლის ფოტომაც ევროპის საუკეთესო ფოტოკონკურსზე გაიმარჯვა

2017 წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფიის კატეგორიაში გამარჯვებული იური აკოფოვი გახდა, რომელსაც უმაღლესი ჯილდო, "ოქროს აპარატი" გადაეცა. "პრაიმტაიმი" ფოტოზე გამოსახულ პატარძალს  დაუკავშირდა, რომელმაც იური აკაფოვს გამარჯვება მოაპოვებინა. პატარძლის სახელი სახელია ხატია გიორგიძე, მისი მეუღლე კი თენგო მუმლაძე გახლავთ.

 

ხატია გიორგიძე: "ძალიან მიხარია, რომ ჩემმა  ფოტომ იური აკოფოვს კონკურსზე  "ევროპის წლის ფოტოგრაფი" წარმატება მოუტანა". 

 

გაცნობა და მოვლენების განვითარება

ერთმანეთი ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. თენგო მეგობრის ძმაკაცი აღმოჩნდა. პირველი ინიციატივა მან გამოიჩინა. ორწელიწადნახევარი ვუყვარდი, რის შემდეგაც მეც ვუთხარი რომ მიყვარდა. ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი 5 წელს გაგრძელდა, რომელიც 20 ივლისს ჩემს დაბადების დღეზე ნიშნობით დავაგვირგვინეთ. ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. 

 

საქორწილო სამზადისი 

ქორწილი 4 აგვისტოს გვქონდა. ყველაფერი 5 თვით ადრე გვქონდა გათვლილი. მარტო მე და თენგო დავრბოდით ქორწილის ამბებზე. ასევე, ძალიან დამეხმარა ჩემი მეჯვარე მედუშკი, რომელმაც საქორწილო კაბა შემირჩია და მოდის სახლში "მარიგოლდი" შევიკერე.

 

გეგმაში გვქონდა ქორწილის ფოტოსესია ორ ლოკაციაზე, თუმცა დროის არ ქონის გამო ამოვიღეთ. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ისე გამოვიდა როგორც ჩვენ გვინდოდა. ჩვენი ქორწილის ფოტოგრაფი გიორგი ცაავაა, რომელმაც არაჩვეულებრივი ფოტოები გვისახსოვრა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

 

ასევე გვქონდა, მეორე ფოტოსესია ქორწილის შემდეგ 6 ნოემბერს, ვინაიდან იური აკაფოვის ფოტოები ყოველთვის მომწონდა. ფოტოსესიისთვის ადგილი, სამების ტაძარი იურიმ შეარჩია. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც სამების პირველი სართული დამწვარი და ძალიან მტვრიანი იყო, თან ელექტროენერგიაც არ იყო. ასეთ პირობებში ფოტოგრაფმა საუკეთესოდ იმუშავა და ამის შედეგს თქვენც ხედავთ. მთავარია საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო. 

 

 

 

 



ავტორ(ებ)ი : primetime.ge