Powered by Jasper Roberts - Blog

16:37 20.10.2017
Facebook-ი ახალ ნიუსფიდს ტესტავს

Facebook-ს მეორე "ნიუსფიდი" დაემატა, სადაც მომხმარებლები მათთვის საინტერესო თემებზე პოპულარულ სტატიებს, ვიდეოებსა და ფოტოებს ნახავენ. ახალი ნიუსფიდის სახელწოდება Explore-ია და მისი გამოყენება სოციალური ქსელის შეზღუდული რაოდენობის მომხარებლებს შეუძლიათ მხოლოდ, ვინაიდან სიახლე ჯერ იტესტება. ინფორმაციას Techcrunch-ი ავრცელებს.

 

ახალი ნიუსფიდის შინაარსი მომხმარებლის მიერ მოწონებული ინტერესის სფეროების მიხედვით შეიცვლება და იმ თემის შესახებ გამოუჩნდება სიახლე, რომელიც მას, დიდი ვარაუდით, შესაძლებელია რომ აინტერესებდეს.

 

Techcrunch-ი წერს, რომ მეორე ნიუსფიდის დამატებით Facebook-ი კიდევ უფრო გაზრდის ქსელში მომხმარებელთა ყოფნის დროს, ასევე ახალ შესაძლებლობა გააჩენს რეკლამის გავრცელების მიმართულებითაც.

 

ასეთი ალგორითმით მუშაობს უკვე Instagram-ი, რომელიც Facebook-ის საკუთრებაა. Instagram-ის ალგორითმი აგროვებს ფოტოებს, ვიდეოებს და ისტორიებს, რომლებიც მომხმარებლისთვის პოტენციურად შეიძლება საინტერესო იყოს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge