Powered by Jasper Roberts - Blog

16:04 20.10.2017
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ!

პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ახალგაზრდა ფსიქოლოგმა ემილ კუემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თითქოსდა მთავარი ექიმის დანიშნულებით ავადმყოფებს დაავალა დღეში სამჯერ ხმამაღლა ან გონებაში 10-ჯერ გაემეორებინათ შემდეგი ფრაზა:


„ყოველ დღე მე სულ უფრო უკეთესად და უკეთესად ვგრძნობ თავს.»


ამასთან, ეს მექანიკურად კი არა, შეძლებისდაგვარად გააზრებულად უნდა გაეკეთებინათ. ერთი თვის მერე კუეს პაციენტები, საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მთავარ სალაპარაკო თემად იქცნენ, უფრო მოგვიანებით კი მათზე მთელს საფრანგეთში ალაპარაკდენენ.


მძიმედ დაავადებულნი გამოჯანმრთელდნენ ერთი თვის მანძილზე, ზოგიერთმა ამით ქირურგიული ჩარევაც კი აიცილა თავიდან.


ამგვარად, დადასტურდა უდიდესი მეცნიერის პარაცელსის აზრი, რომელიც ამტკიცებდა რომ რწმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩვენი ჯანმრთელობა – ადამიანის აზროვნების პირდაპირი შედეგია.


დღეს უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია. «საუკეთესო დაცვა ყველა დაავადებისა და ნებისმიერი ინფექციისგან – ეს მტკიცე რწმენაა საკუთარი ჯანმრთელობის და დადებითი ემოციები» – ამბობს ფსიქოლოგი 20 წლიანი სტაჟით ა. მეტელსკი. – ნეგატიური აზრები ანადგურებს.


მაგალითად, სიბრაზე იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ავადმყოფობებს, წყენა – დროთა განმავლობაში იწვევს ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებებს და ასევე ქოლეცისტიტს.


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კანონის თანახმად — სიყვარულის, სიმპატიის და აღფრთოვანების სიტყვიერი გამოხატვა აძლიერებს იმ ადამიანის სიცოცხლის ენერგიას, ვისკენაცაა მიმართული.


ხოლო ბოროტი სიტყვები – მსმენელის ენერგიას ზიანს აყენებს და ასუსტებს. დაავადებათა საერთო რაოდენობა, რომელიც ცუდ აზრებს უკავშირდება, მუდმივად იზრდება.


იმ მიზნით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ბრძენი ხალხის რჩევას უნდა მივყვეთ – ცხოვრებით გავიხაროთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის. 


გაითავისეთ ამერიკელი კარდიოლოგის რობერტ ელიოტის ორი ოქროს წესი, რომელიც ინფარქტებისა და გულის უკმარისობის პროფილაქტიკის აღიარებული სპეციალისტია.


პირველი წესი: წვრილმანების გამო არ განაწყენდეთ.


მეორე წესი: ყველაფერი წვრილმანია.


 

მეთოდის ავტორის შესახებ: ემილ კუე (1857-1926) – ფრანგი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი – ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის საკუთარი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც შთაგონებას ეფუძნებოდა. ბევრ პაციენტს ჯგუფებში უფასოდ მკურნალობდა. პარიზში სწავლის დასრულების შემდეგ ტრუაში სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა, რომლის დროსაც აღმოაჩინა, რომ მკურნალობის ეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს პაციენტის რწმენა შეთავაზებული პრეპარატების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებისადმი.


ნებისმიერი დაავადების ძირითად მიზეზად კუე ადამიანის წარმოსახვას უკავშირებდა. ამიტომ, გამოჯანმრთელებისთვის ის ურჩევდა პაციენტებს ყოველ დღე გაემეორებინათ ფორმულები, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ იქნებოდა მიმართული.


კუე ამტკიცებდა, რომ ყოველი ადამიანი რომელიც შთააგონებს საკუთარ თავს: «მე ამას მივაღწევ!», აუცილებლად მიაღწევს. ეს და კიდევ სხვა შეთავაზებული ფორმულები ხელს უწყობდა ავადმყოფის აქტიურ მონაწილეობას ფსიქოთერაპიულ პროცესში, თუმცა, რა თქმა უნდა, მედიკამენტური პრეპარატების სრულად შეცვლას ვერ ახერხებდა.

ავტორ(ებ)ი : intermedia.ge