Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:00 18.10.2017
,,ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩინური სოციალიზმის მოდერნიზება, რაც მოგვცემს საშუალებას, ავაღორძინოთ უდიდესი და უდიადესი ჩინელი ერი" -სი ძინ პინი

,,საჭიროა ჩინეთში მოღვაწე სხვა პარტიებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება და თანამშრომლობა - ამის შესახებ, ქვეყნის ლიდერმა, - სი ძინ პინმა, დღეს, ჩინეთში, კომუნისტური პარტიის მე–19 ყრილობის გახსნაზე განაცხადა.

 

,,ჩინეთში მოქმედებს ათი სხვადასვა ტიპის და იდეოლოოგიის პარტია.


,,საჭიროა შეიქმნას უძლიერესი არმია, უძლიერესი სამხედრო ტექნიკური აღჭურვილობით, რათა ნებისმიერი ამოცანა, რაც ჩინეთის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს საფრთხეს შუქმნის, სწრაფად იქნეს გადაწყვეტილი.

 

 უნდა მუდმივად გვახსოვდეს, რომ ხალხია ჩვენი პატრონი,მუდამ თვალებში უნდა უყუროთ მათ და მუდამ უნდა დავიცვათ მათი ინტერესები.

 

ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩინური სოციალიზმის მოდერნიზება, რაც მოგვცემს საშალებას, ავაღორძინოთ უდიდესი და უდიადესი ჩინელი ერი. 2050 წლისათვის ჩინეთი უნდა იყოს უძლიერისი დემოკრატიული სახელმწიფო და ეს უნდა მოხდეს ჩინეთის კომპარტიის დაარსების 100 წლის თავზე.

 

 

ჩვენ, ჩინელმა კომუნისტებმა ჯერ სოფლის მოსახლეობაში მოვიპოვეთ დასაყრდენი, შემდეგ კი - ქალაქის. ეს არის სწორი გზა, რომელსაც მივყავართ ჩინელი ერის უდიდეს აღორძინებისაკენ - განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ოქტომბერს, ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე–19 ყრილობა გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიების გასაშუქებლად, ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტები არიან ჩასულები. ერთადერთი  წარმომადგენელი საქართველოდან, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი, - მალხაზ გულაშვილია.


ყრილობის სიახლეებს ,,ჯორჯიან თაიმსი" ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge