Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:22 18.10.2017
„ჩინეთი არ ემზადება ომისთვის, მაგრამ მზად არის ყველა გამოწვევისათვის“–სი ძინ პინი

„ჩინეთი არ ემზადება ომისთვის, მაგრამ მზად არის ყველა გამოწვევებისათვის,“– განაცხადა სი ძინ პინმა, ჩინეთში, კომუნისტური პარტიის მე–19 ყრილობის გახსნაზე.

 

მისი თქმით, ჩინეთის როლი მსოფლიო პოლიტიკაში გაიზარდა.

 

„ჩინეთი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის მოწოდებული. ჩინეთის კომპარტია აშენებს სოციალიზმს ჩინური ხასიათითა და თავისებურებით. ჩვენი ეკონომიკა მიუხედავად მსოფლიო კრიზისა იზრდება და დღეს, მსოფლიო ეკონომიკის 30 პროცენტი ჩვენია, ვებრძვით სიღარებესა და კორუფციას, ვანვითარებთ ქვეყნის ეკონომიკას, ეკონომიკურ სარტყელს მდინარე იანძის ირგვლივ.


ჩვენ მოვახდენთ ჩვენი სამხედრო ძალების მოდირნიზაციას. ჩვენი პროექტი ,,ერთი სარტყელი ერთი გზა“ არის ჩვენი ახალი ეკონომომიკური პოლიტიკა.


ჩვენ შევქმენით ბანკი, ფონდები, რომელიც მოახდენს ეკონომიკის გამოცოცხლებას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ინვესტიციების სახით.


ჩვენი როლი მსოფლიო პოლიტიკაში გაიზარდა და ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და ჩინეთი მზად არის ეს საკითხები გადაწყვიტოს. სამედიცინო საკითხები, პენსიები ქვეყნის მართვის კვალიფიკაციის ამაღლება, – ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სტრატეგიული გამარჯვების შემდეგ.


მადლობა ტაივანის ჩინურ მისახლეობას, რომ მათ შეიტანეს დიდი როლი ამ ხუთწლედში. მადლობა ჩინელ ხალხს, პარტიას, არმიას, ეკონომიკის შემოქმედებს, რომ ჩინეთი დღეს,  გახდა სხვა სახისა და ძალის. მოკლე დროში ჩინეთმა მიღწია ძალიან დიდ შედეგებს. ჩვენ ვუახლოვდებით მსოფლიო პოლიტიკაში ცენტრს, ძალიან მალე მივაღწევთ კეთილდღეობას თითოეული ჩინეთის მოქალაქისათვის,“–აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ოქტომბერს, ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე–19 ყრილობა გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიების გასაშუქებლად, ჩინეთში, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტები არიან ჩასულები. ერთადერთი  წარმომადგენელი საქართველოდან, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი, - მალხაზ გულაშვილია.

 

ყრილობის სიახლეებს დღეს, ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge