Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:37 18.10.2017
დღეს, ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე–19 ყრილობა გაიხსნა
დღეს, ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე–19 ყრილობა გაიხსნა. 


ჩინეთის კომუნისტური პარტია ყველაზე დიდი პარტიაა მსოფლიოში და მისი წევრი 90 მილიონი ადამიანია. მათი რიგებიდან შერჩეულია 2950 დელეგატი, რომლებიც, კომუნისტური პარტიის მე-19 კონგრესში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიების გასაშუქებლად, ჩინეთში, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტები არიან ჩასულები. ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოდან, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი, - მალხაზ გულაშვილია.


დღევანდელ ყრილობას მსოფლიოს 3600 ჟურნალისტი ესწრება. 

ყრილობაზე გადაწყდება, თუ როგორ ეკონომიკურ და საერთაშორისო პოლიტიკას გააგრძელებს ჩინეთის კომუნისტური პარტია. 
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge