Powered by Jasper Roberts - Blog

11:45 18.10.2017
"ჩინეთში, უნდა შევქმნათ ბევრი საშუალო და მცირე ბიზნესი, ხელი შეუწყოთ მათ განვითარებას, რათა უმუშევრობა და სიღარიბე აღარ იყოს"– სი ძინ პინი

დღეს , 18 ოქტომბერს, ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე19 ყრილობა გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიების გასაშუქებლად, ჩინეთში, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტები არიან ჩასულები. ერთადერთი  წარმომადგენელი საქართველოდან, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი, - მალხაზ გულაშვილია.

 

ყრილობის სიახლეებს დღეს, ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.


პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ლიდერი - სი ძინ პინი და აღნიშნა, რომ საჭიროა ჩინეთში მოღვაწე სხვა პარტიებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება
და თანამშრომლობა".


მისივე განმარტებით, უნდა შეიქნმას მაღალტექნოლოგიური საწარმოების ფართო ქსელი ძლიერი სოფლის მეურნეობა.


,,ჩინეთის ბაზარი რომ განვითარდეს  საჭიროა შეიზღუდოს მონოპოლიები ქვეყანაში, ჩავატაროთ საგადასახად,საბანკო  და სავალუტო რეფორმა, მოვახდინოთ ინვესტიციების წახალისება ჩინეთში და პირიქით ჩინეთიდან უცხო ქვეყნებში.


ინვესტორების დაცვის კანონია მისაღები. საჭიროა პორტების გაძლიერეება, ხარისხიანი და დახვეწილი განვითარება, ამისთვის კი საჭიროა სასამართლო რეფორმა.


 

უნდა შეიქმნას მაღალტექნოლოგიური საწარმოების ფართო ქსელი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, შემდეგ უნდა მოვძებნოთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობა და აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ადამიანები, ხელი შეუწყოთ მათ თვითრეალიზაციაში.


შევქმნათ ბევრი საშუალო და მცირე ბიზნესი, ხელი შეუწყოთ მათ განვითარებას რათა აღარ იყოს უმუშავრობა და სიღარიბე
,“–განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge