Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:55 14.10.2017
ჩინეთის კომუნისტური პარტიის რიგით მე-19 კონგრესში საქართველოც მონაწილეობს

18-დან 21  ოქტომბერის ჩათვლით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინშ, უდიდესი ღონისძიება, -  ჩინეთის კომუნისტური პარტიის რიგით მე-19 კონგრესი იმართება.

 

ჩინეთის კომუნისტური პარტია ყველაზე დიდი პარტიაა მსოფლიოში და მისი წევრი 90 მილიონი ადამიანია. მათი რიგებიდან შერჩეულია 2950 დელეგატი, რომლებიც, კომუნისტური პარტიის მე-19 კონგრესში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიების გასაშუქებლად, ჩინეთში, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტები არიან ჩასულები. ერთადერთი  წარმომადგენელი საქართველოდან, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი, - მალხაზ გულაშვილია.

 

კონგრესზე უახლესი რვა წლის სამოქმედო პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელიც აერთიანებს ჩინეთის, როგორც მსოფლიო მეგაპოლისის სტრატეგიულ მიმართულებებს სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში.

 

,,ჯორჯიან თაიმსთან“ მალხაზ გულაშვილმა ჩინეთიდან ისაუბრა:


 

,,ჩინეთის კომუნისტური პატრიის კონგრესზე, რომელიც, 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ქ. პეკინში ჩატარდება ყოფილი პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჟურნალისტები ვართ მოწვეულები.  ეს გახლავთ  საკვანძო კონგრესი, სადაც, ეპოქალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და მას აქტიურად გააშუქებს ადგილობრივი მედია.

 

კონგრესზე ვიმყოფებით:  საქართველოს, სომხეთის,  აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის (თითქმის ყველა ქვეყანის,  გარდა რუსეთის და თურქმენეთის) წარმომადგენლები.

 

მიღება სიჩუანის პროვინციაში,  საკმაოდ მაღალ დონეზე შედგა.  ჩვენი უშუალო მასპინძელი თავად პროვინციის ხელმძღვანელობა გახლდათ. ისინი მოგვიყვნენ, თუ რას წარმოიადგენს ეს პროვინცია. მათი ინფორმაციით, აქ 91 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სიჩუანი  ჩინეთის  სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და იგი  აბრეშუმის გზის და კონცეფციის - ,,ერთი გზა, ერთი სარტყელი“ საკვანძო წერტილია.   ეს რეგიონი ჩინეთის ახალი გეო-პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც წარმოადგენს კარგად გააზრებულ  მარკეტინგულ - კომუნიკაციურ -ეკონომიკურ კონცეფციას და იგი ჩინეთის გავლენას კიდევ უფრო კარგად გააფართოვებს მსოფლიოში.


ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ, ასევე  შევხვდით ტურიზმის, შრომის მოწყობისა და უმუშევობის, სახელმწიფო დაგეგმარების, ეკონომიკური რეფორმების  დაძლევის დარგების ხელმძღვანელებს.  ისინი  დაწვრილებით მოგვიყვნენ საკუთარი გეგმების შესახებ, დაგვათვალიერებინეს თითქმის ყველა დაწესებულება და სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც, სიჩუანის ეკონომიკურ ხერხემალს წარმოადგენს. ჩვენ ასევე, ვიმყოფებოდით ახალ რკინიგზის სადგურში, სადაც,  მაღალი დონის ჰაბი და  კონტეინერების გადასაზიდი სისტემაა შექმნილი. მათი განმარტებით, ერთი წლია რაც ეს ობიექტი გაიხსნა და მან უკვე  500 000 კონტეინერის გადაზიდვა შეძლო.  

 

ტვირთი ჩინეთიდან მატარებლით, სამი მიმართულებით ტრანსპორტირდება:  ჩინეთი-ლოტი, (ლოტი- ჩინეთი)  მეორე გზა - საქართველოს გავლით, - ბულგარეთისკენ, მესამე  კი, ირანის მიმართულებით, - თურქეთის გავლით.  ეს ყველაფერი , საბოლოოდ  ჩინეთისა და სატრანზიტო ქვეყნების  ეკონომიკის სტიმულირებას უწყობს ხელს.  რა თქმა უნდა, ამ პროექტში ჩვენ საქართველოს ვგულშემატკივრობთ.

 

მინდა გითხრათ,  რომ დროთა განმავლობაში ეს გზა უფრი დიდ წარმატებებს მიაღწევს. საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ სწორ ნაბიჯებს დგამს ამ თვალსაზრისით და აქტიურად თანამშომლობს ჩინეთთან. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც,  რომ  საქართველომ  თავისუფალ ვაჭრობაზე ხელი მოეწერა ჩინეთთან.


ჩინეთი არის ერთ- ერთი უძლიერესი ქვეყანა ,  იგი  მსოფლიო სავალუტო  რეზერვების  30 პროცენტს   ფლობს, ხოლო მისი მშპ  (მთლიანი შიდა პროდუქტის) მოცულობა -  14 პროცენტს შეადგენს.

 

მომავალ წელს,  ჰაბი მილიონ ორასი ათას კონტეინერს  გაატარებს .  პროექტი  საკმაოდ მასშტაბურია.


ვიზიტის ფარგლებში   ასევე ვიმყოფებოდით მთელ რიგ საწარმოებში. მაგალითად,  ერთ-ერთი იყო კომბოსტოს საწარმო.  ჩინელები სპეციალურ კომბოსტოს ამზადებენ, რომლის მოგებაც 200 მილიონს შეადგენს.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომანია ,,დეკმა “  საქართველოში პროექტების დაფინანსებისა  და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. კომპანია აწარმოებს  გაზის ტურბინებს, ელექტრო მოწყობილობებს, ატომურ  ელექტრო  და ჰიდრო  სადგურებს.  სამომავლოდ, ,,დეკი“ გეგმავს უზრუველყოს საქართველოსთვის საკუთარი წარმოების მიწოდება. მათ მზაობა გამოთქვეს, რომ, ჩვენს ქვეყანას უახლოეს მომავალში ეწვევიან.“ -  განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ  ქ.პეკინში, უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, -  ჩინეთის კომუნისტური პარტიის რიგით მე-19 კონგრესი, 18 ოქტომბერს დაიწყება და 21 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.


 

/თამუნა დუღაშვილი/

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge