Powered by Jasper Roberts - Blog

15:27 13.10.2017
ანჯელინა ჯოლის ახალი ფოტოსესია Harper’s Bazaar-ის საიუბილეო ნომერში

ოსკარის მფლობელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ სპეციალურად Harper’s Bazaar-ის 150 წლის იუბილესთვის მიძღვნილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

 

მსახიობი და რეჟისორი ცნობილია იმითაც, რომ ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს ადამიანის უფლებებზე და ამავე მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. 

 

"ვიცით, რომ ჩვენი შვილიშვილები ცხოვრებაში იმ გადაწყვეტილებების შედეგს მოიმკიან, რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ყოველთვის ნათელია თუ როდის დაიბადა ის პრობლემები, რომლებსაც ახლა ვებრძვით."

 



მსახიობმა აღიარა, რომ აფრიკა მისთვის მეტია ვიდრე კონტინენტი. იქ იდუმალი ქვეყნებია და ხალხი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს:

 

"ჩემთვის ნამიბია ქვეყანაა, რომლის მცხოვრებლებიც ხალხსა და გარემოს შორის ბალანსის პოვნას ცდილობენ. ეს თანამედროვეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge