Powered by Jasper Roberts - Blog

17:43 12.10.2017
მშიერ კუჭზე ყველაფრის ჭამა არ შეიძლება

როგორც კვლევამ აჩვენა, უმჯობესია, თუ კუჭს მწვავე შიმშილის გრძნობამდე არ მივიყვანთ, მაგრამ თუ შიმშილმა მაინც შეგვაწუხა, რეკომენდებულია თავი შევიკავოთ პომიდვრისგან. მასში მჟავების მაღალი კონცენტრაციის გამო, შესაძლებელია კუჭის მჟავიანობამ მოიმატოს, ასევე С ვიტამინის არსებობამ შესაძლებელია გააძლიეროს კუჭის წვენის გამოყოფა. შედეგად მივიღებთ გულძმარვასა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხოლო უარესს შემთხვევაში - წყლულს.

 

ტკბილეულიც არ არის მშიერი ადამიანისთვის საუკეთესო არჩევანი. მასში არსებული ჭარბი რაოდენობით შაქარი შებერილობასა და მეტაბოლიზმის შენელებას გამოიწვევს.

 

მწვანე ბოსტნეული სასარგებლოა, მაგრამ არა ცარიელ კუჭზე. ამგვარ ბოსტნეულში დიდი კონცენტრაციითაა ამინომჟავები, -0:15 რომელიც ასევე ტკივილისა და გულძმარვის მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზმე - იოგურტისგანაც სჯობს თავის შეკავება, რადგანაც ის ზრდის მჟავიანობასა და ხელს უწყობს შებერილობის განვითარებას.

 

ცარიელ კუჭს ნუ შეივსებთ ცხარე და სანელებლიანი საკვებით. წიწაკა აზიანებს კუჭის კედლებს, ზრდის მჟავიანობას, აღიზიანებს ლორწოვან გარსსა და შეიძლება წყლულის პროვოცირება გამოიწვიოს.

 

მშიერ კუჭზე შეიძლება მივიღოთ რძეზე ან წყალზე დამზადებული ბურღულეული ფაფები, მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სუპი.

ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge