Powered by Jasper Roberts - Blog

14:21 09.10.2017
ანსამბლი ,,შავნაბადა“ გერმანელ სტუმრებს მასპინძლობს

საქართველოს გემრანიიდან გუნდი ,,კანტაუს დუმოსი“ ეწვია.   9-დან 16 ოქტომბრამბრის ჩათვლით, გუნდს, რომელიც 35 მუსიკოსს აერთიანებს  საქართველოში მასპინძლობას აფხაზეთის სიმღერის ანსამბლი ,,შავნაბადა“ გაუწევს.  ,,კანტაუს დუმოსი“ საქართველოში 2 კონცერტს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას, ანსამბლი ,,შავნაბადა“ ვაჟთა ფოკლორული ანსამბლი ,,შავნაბადა“ და ანსამბლი ,,თუთარჩელაც“ მიიღებენ. კონცერტები კათოლიკურ (ლუთერანულ) ეკლესიაში გაიმართება. (ხუთშაბათს (12.10.2017) 19.00 საათზე და კვირას (15.10.2017) 18.00 საათზე. (მისამართი: თბილისი,   სპირიდონ კედიას ქუჩა 6).


,კანტაუს დუმოსი“ 1997 წელს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩამოყალიბდა, მას შემდე გუნდი აქტიურად მართავს კონცერტებს როგორც საკუთარ ქვეყანაში ისე მის ფარგლებს გარეთ. გუნდის საქართველოში ვიზიტი ეძღვნება საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების საიუბილეო 25-ე წლისთავს.


ტურნეს ფარგლებში გერმანელი სტუმრები კახეთსაც ეწვევიან, სადაც მათ დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა უმასპინძლებს.  


პროექტის გენერალური მხარდამჭერები არიან: საზოგადოებრივი რადიო ერთი და ტურისტული კომპანია ,,მემონი“ .


 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge