Powered by Jasper Roberts - Blog

17:04 05.10.2017
დინამო წყალბურთს დაუბრუნდა

თბილისის ივენთჰოლმა გუშინ წყალბურთის კლუბის დინამოს პრეზენტაციას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამო წყალბურთს 22-წლიანი შესვენების შემდეგ წლის დასაწყისში დაუბრუნდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა.



გუშინდელ პრეზენტაციაზე, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ვეტერანი წყალბურთელები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, დინამოს მესვეურებმა დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ შორის მულტიფუნქციური საწყლოსნო კომპლექსის მშენებელობაზე, რომლის აგებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. დინამოს პრეზენტაციას დაესწრო თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვეტერანი ფეხბურთელი და დინამოელი კახი კალაძეც.



დინამოს დამფუძნებლები საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრები ზურაბ რურუა, გიორგი ხვედელიანი და მიხეილ ბაღათურია არიან. გუშინ მათ ვეტერანი დინამოელები და ქართული წყალბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავები სპეციალური დიპლომებით და პრიზებით დააჯილდოვეს, მათ შორის რევაზ ჩომახიძე, მიხეილ გიორგაძე, მურთაზ გულედანი, ვლადიმერ ისელიძე, ზურაბ ჩაჩავა, ალექსანდრე ბითაძე...



წყალბურთის კლუბი დინამო 1938 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. 1960 და 1962 წლებში დინამომ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1958, 1959, 1964 და 1966 წლებში კი პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა. 1963 წელს დინამოელებმა სსრკ 8 უძლიერესი კლუბის საკავშირო ტურნირში გაიმარჯვეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge