Powered by Jasper Roberts - Blog

13:09 02.10.2017
გამომცხვარი სპაგეტი

ინგრედიენტები:

 

450   გრ. სპაგეტი

2   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   თავი საშუალო ხახვი

2   კბილი დაკეპილი ნიორი

450   გრ. საქონლის ფარში

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

1⁄4ჩ/კ ხმელი ქონდარი

1⁄4ჩ/კ ხმელი ქინძი

1⁄4ჩ/კ ხმელი ორეგანო

1⁄4ჩ/კ ხმელი როზმარნი

800   გრ. გახეხილი პომიდორი

1⁄2ჭიქა დაჭრილი რეჰანი

1   ჭიქა გახეხილი მოცარელა

1⁄4 ჭიქა პარმეზანი

დაჭრილი ოხრახუში მოსართავად


მომზადება


1. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით ცხიმი საშუალო ზომის საცხობ ლანგარს.
2. მოხარშეთ სპაგეტი, გადაწურეთ და გადადგით.
3. ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ დაკეპილი ნიორი და თუშეთ კიდევ 1 წუთით. დაუმატეთ ფარში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ სანელებლები: ხმელი ქინძი, ორეგანო, როზმარინი , ქონდარი და თუშეთ დაახლოებით 8 წუთით, ხორცის მოთუშვამდე. დაგროვებული ცხიმი თასში გადაწურეთ. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი და რეჰანი და ადუღეთ დაახლოებით 10 წუთით. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
4. ფარშის ნაზავი და სპაგეტი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ მოცარელა და პარმეზანი. აცხვეთ ყველის დადნობამდე, დაახლოებით 20 წუთით.
5. მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და გემრიელად მიირთვით.
ავტორ(ებ)ი : kulinaria.ge