Powered by Jasper Roberts - Blog

09:49 30.09.2017
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი შეგროვდა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიო XI -ის" სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა გუშინ,   29 სექტემბერს, 21:00 საათზე დინამო არენაზეგაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად, ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.


გუნდებმა თეთრ და ლურჯი ფერის მაისურებით იასპარეზეს. მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენმათთან ერღთად, მატჩს ასევე,  ესწრებოდნენ მეხანძრე-მაშველებიც.


მოთამაშე გუნდებს ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე ხელმძღვანელობდნენ. ხოლო  შემადგენლობაში გახლდნენ:


„GFF XI”


მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი 
მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი 
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი


მსოფლიოს XI” 


მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა 
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე 
თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.

 

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიო XI -ის" სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა.

 

საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, კახა კალაძემ ,,ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც თამაშზე დასასწრები ბილეთი შეიძინა:



"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოსული იყო და თანხები გაიღო ბილეთის საყიდლად. ეს იყო საქველმოქმედო შეხვედრა. ეს თანხა მოხმარდება ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენას. ვფიქრობ, გულშემატკივრებიც ნასიამოვნები დარჩნენ
", - განაცხადა კალაძემ. 

 


არასამთავრობო ორგანიზაციასამართლიანი არჩევნებისშეფასებასთან დაკავშირებით, რომ ამ მატჩში მონაწილეობით კახა კალაძემ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, მან ჟურნალისტებთან, ნახევრად იუმორით განაცხადა: "მომიკითხეთ".




მატჩში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: GFF XI - ალექსანდრე იაშვილი, კაფუ, კევინ კურანი, გიორგი დემეტრაძე და ანდრეი შევჩენკო; "მსოფლიო XI": ლუკა ტონი (დუბლი), მიჩელ სალგადო, რივალდო, ფრანჩესკო ტოტი და მარკო დელვეკიო.

 

 

შეგახსენებთ, რომ მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. ამ მიზნით 403 214 ლარი შეგროვდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge