Powered by Jasper Roberts - Blog

16:59 29.09.2017
"ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" სამედიცინო ფესტივალის ფარგლებში უანგაროდონაციის აქციას "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" ჩაატარებს

"ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" სამედიცინო ფესტივალის ფარგლებში უანგაროდონაციის აქციას "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" ჩაატარებს.

 

ღონისძიება უანგარო ხასიათის არის და მისი მიზანი ქვეყანაში არსებული სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება და რა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენის ხელშეწყობაა.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ მედია ჰონდინგ ,,ჯორჯიან თაიმსისა“ და მთაწმინიდს პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სექტემბრისბოლო შაბათ-კვირას,  /30 სექტემბერი -1 ოქტომბერი/ მთაწმინდის პარკში, სამედიცინო ფესტივალი გაიმართება.

 

ფესტივალი შაბათს, 14:00 საათზე გაიხსნება და მას სტუმრის სტატუსით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეწვევა.

 

ორი დღის განმავლობაში, პარკის სრულტერიტორიაზე,  მათსავე რადიოში,  რეგულარულად  გამოცხადდება ინფორმაცია ფესტივალში მონაწილეკლინიკების მომსახურეობისა და სერვისების შესახებრაც ხელს შეუწყობს სტუმრების ინფორმირებულობას.

 

ღონისძიებაში მონაწილე კლინიკები, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სერვისების უპირატესობას გააცნობენ. ასევე,  პარკში მოსულ დამსვენებლებსა და მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე  გაუწევენ პირველად სამედიცინო კონსულტაციას

 

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებებებიჯამრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული აქტივობები.

 

ფესტივალის მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია  და საზოგადოებაში ჯანდაცვის სერვისების შესახებ, ცნობიერების  ამაღლება.

 

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge