Powered by Jasper Roberts - Blog

15:47 29.09.2017
სამედიცინო ფესტივალის პროგრამა და მონაწილე კომპანიები

მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი", მთაწმინდის პარკში, 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს, რიგით მეორე „სამედიცინო ფესტივალს“ გამართავს.


ფესტივალის ოფიციალური გახსნა 30 სექტემბერს 14:00 საათზე შედგება.

 

სოციალურ პროექტში მონაწილეობას საქართველოს წამყვანი სამედიცინო კლინიკები მიიღებენ. კლინიკების წარმომადგენლები საზოგადოებას საკუთარ მიღწევებს და სიახლეებს გააცნობენ. მსურველებს საშუალება მიეცემათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ექიმებისგან მიიღონ უფასო კონსულტაციები და ჩაიტარონ უფასო გამოკვლევები.


მოხალისეებს შეეძლებათ გაიღონ სისხლი.  

 

,,სამედიცინო ფესტივალის“ ორგანიზატორები არიან მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსიდა „მთაწმინდის პარკი“.


ფესტივალზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.


ფესტივალს დაესწრებიან ჯანდაცვის წარმომადგენლები.


ტრადიციულად პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

 

პროგრამა

 

·        მისალმება

 

·        წამყვანი მიესალმება გააცნობს სტუმრებს მოსვლის მიზეზს

 

·        წარადგენს ,,ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტს, ბატონ მალხაზ გულაშვილს

 

·        ოფიციაურად გაიხსნება ღონისძიება

 

·       წამყვანი წარადგენს მერიის ჯანდაცვის ხელმძღვანელს

 

·       სიტყვით გამოდის წარმოომადგენელი

 

·        წამყვანი წარადგენს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს

 

·        წამყვანი გამოაცხადებს სამედიცინო კომპანიების ჩამონათვალს (მოკლედ ახსნის თუ რომელი კლინიკა რა პროცედურას ჩაატარებს)

 

·        მოუწდებს მოხალისეებს სისხლის ჩაბარებისკენ.


·        დასკვნით ნაწილში მონაწილე კომპანიას ეძლევა 2 წუთიანი პრეზენტაციის საშუალება.

 

·        ღონისძიებას ოფიციალურად აფორმებს ბენდი Old Fashioned Band

 

 

მონაწილე სამედიცინო კომპანიები:


·        ჩაფიძის კლინიკა

·        ნატალია კვანტალიანის სისხლი ბანკი

·        ენ ქირონი

·        ჯანმრთელობის სახლი.

·        ამტელ ჰოსპიტალი

·        სხივური მედიცინის ცენტრი

·        თალიზი

·        მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფო

·        მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge