Powered by Jasper Roberts - Blog

19:06 28.09.2017
,,ამტელ ჰოსპიტალის" პედიატრები, ბავშვთა ნევროლოგები და ქირურგები სამედიცინო ფესტივალის ფარგლებში, უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

,,ამტელ ჰოსპიტალის" წამყვანი პედიატრები, ბავშვთა ნევროლოგები და ქირურგები სამედიცინო ფესტივალის ფარგლებში, უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.

 

შეგახსენებთ, რომ მედია ჰონდინგ ,,ჯორჯიან თაიმსისა“ და მთაწმინიდს პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას,  /30 სექტემბერი -1 ოქტომბერი/ მთაწმინდის პარკში,  სამედიცინო ფესტივალი გაიმართება.

 

ფესტივალი შაბათს, 14:00 საათზე გაიხსნება და მას სტუმრის სტატუსით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეწვევა.

 

ორი დღის განმავლობაში, პარკის სრულ ტერიტორიაზე,  მათსავე რადიოში,  რეგულარულად  გამოცხადდება ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე კლინიკების მომსახურეობისა და სერვისების შესახებრაც ხელს შეუწყობს სტუმრების ინფორმირებულობას.

 

ღონისძიებაში მონაწილე კლინიკები, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სერვისების უპირატესობას გააცნობენ. ასევე,  პარკში მოსულ დამსვენებლებსა და მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე  გაუწევენ პირველად სამედიცინო კონსულტაციას

 

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებებებიჯამრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული აქტივობები.

 

ფესტივალის მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია  და საზოგადოებაში ჯანდაცვის სერვისების შესახებ, ცნობიერების  ამაღლება.

 

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.  

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge