Powered by Jasper Roberts - Blog

18:17 28.09.2017
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“– "ჩვენი ექიმები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში"

მედია ჰონდინგ ,,ჯორჯიან თაიმსისა“ და მთაწმინიდს პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას, /30სექტემბერი-1ოქტომბერი/ მთაწმინდის პარკში,  სამედიცინო ფესტივალი გაიმართება.

 

სამედიცინო ფესტივალზე წარმოდგენილია კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი", რომელიც,  დღეს უკვე არამარტო სამშობიარო, არამედ მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც შეძლებთ ისეთი მომსახურების მიღებას, როგორებიცაა, ინ-ვიტრო განაყოფიერება, ლაპარასკოპიული გინეკოლოგია და ქირურგია, ჭარბი წონის და შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა, ბრახითერაპია, ლითოთრიპსია, ონკოქირურგია და სხვა.

 

ფესტივალი შაბათს, 14:00 საათზე გაიხსნება და მას სტუმრის სტატუსით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეწვევა.

 

ორი დღის განმავლობაში, პარკის სრულ ტერიტორიაზე, მათსავე რადიოში, რეგულარულად  გამოცხადდება ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე კლინიკების მომსახურეობისა და სერვისების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სტუმრების ინფორმირებულობას.

 

ღონისძიებაში მონაწილე კლინიკები, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სერვისების უპირატესობას გააცნობენ. ასევე,  პარკში მოსულ დამსვენებლებსა და მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე  გაუწევენ პირველად სამედიცინო კონსულტაციას

 

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებებებიჯამრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული აქტივობები.

 

ფესტივალის მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია  და საზოგადოებაში ჯანდაცვის სერვისების შესახებ, ცნობიერების  ამაღლება.

 

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.  

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge