Powered by Jasper Roberts - Blog

18:05 28.09.2017
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო კლინიკა, სამედიცინო ფესტივალის ფარგლებში, საზოგადოებას უფასო კონსულტაციებს გაუწევს

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო კლინიკის შესახებ შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” (ყოფილი ,,მიხაილოვის” საავადმყოფო) არსებობის 150 წლიან ისტორიას ითვლის.

 

კლინიკა ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია, რომლითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაში. კლინიკა მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აფართოებს მომსახურების სახეობებს.

 

კლინიკის მუშაობის პრინციპები და მეთოდები ბევრი სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამაგალითოა. კლინიკა გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, კლინიკაში შექმნილია კლინიკის ხარისხის მართვის კომისიას, რომელიც ახორციელებს სამედიცინო პერსონალის დროულ და ადეკვატურ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფასა და პერიოდულ მონიტორინგს; პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას/დანერგვას.

 

კლინიკის ხელმძღვანელების ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ექიმების კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება, პროფესიული ზრდა; მუდმივად მოწმდება და იზრდება კლინიკაში დასაქმებული პერსონალის მუშაობის ხარისხი. კლინიკა თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბევრ სხვა უნივერსიტეტთან. კმაყოფილი პაციენტი – კლინიკის მთავარი ორიენტირია! კლინიკა გთავაზობთ მსოფლიო დონის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის, ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უახლესი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

 

კლინიკაში დასაქმებული ექიმები არიან კომუნიკაბელურები, კეთილგანწყობილები პაციენტებისა და თანამშრომლების მიმართ, გაწონასწორებულები, ინოვაციურები; გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, არ არიან მიკერძოებულები, პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ პაციენტის ინტერესებს, ზრუნავენ კლინიკის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აქვთ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის უნარი, სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი, კარგი კომუნიკაციის უნარი (ზეპირი, წერილობითი), გუნდური მუშაობის უნარი, საქმის ვითარებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების უნარი მაქსიმალურად მოკლე დროში, ლიდერობის უნარი და ა.შ. კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:

 

1. გადაუდებელი დახმარება

2. კრიტიკული მედიცინა

3. ნეიროქირურგია

4. ყბა-სახის ქირურგია

5. ზოგადი ქირურგია

6. ანგიოქირურგია

7. გინეკოლოგიური ქირურგია

8. კარდიოლოგია

9. ტრავმატოლოგია

10. ტოქსიკოლოგია

11. თერაპია

12. ნევროლოგია

13. ლაბორატორია

14.კარდიოქირურგია

15. ანგიოქირურგია

16. ამბულატორია-დიაგნოსტიკა (რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ინვაზიური რადიოლოგია, ექოსკოპია, ენდოსკოპია, ლაპარასკოპია, გინეკოლოგია, ფიზიოთერაპია, მანუალური თერაპია, ოტორინოლარინგოლოგია, კარდიოლოგია, ელექტროკარდიოგრაფია, რევმატოლოგია, სტომატოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ოფთალმოლოგია)

 

 

მისამართი: შპს “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” ლუბლიანას ქ. N 21 0159 თბილისი, საქართველო ტელ.: +995 322 951100 577007008


წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო კლინიკა, სამედიცინო ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებაზე მოსულ საზოგადოებას უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

 

შეგახსენებთ, რომ მედია ჰონდინგ ,,ჯორჯიან თაიმსისა“ და მთაწმინიდს პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას,  /30 სექტემბერი -1 ოქტომბერი/ მთაწმინდის პარკში,  სამედიცინო ფესტივალი გაიმართება.

 

ფესტივალი შაბათს, 14:00 საათზე გაიხსნება და მას სტუმრის სტატუსით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეწვევა.

 

ორი დღის განმავლობაში, პარკის სრულ ტერიტორიაზე,  მათსავე რადიოში,  რეგულარულად  გამოცხადდება ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე კლინიკების მომსახურეობისა და სერვისების შესახებრაც ხელს შეუწყობს სტუმრების ინფორმირებულობას.

 

ღონისძიებაში მონაწილე კლინიკები, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სერვისების უპირატესობას გააცნობენ. ასევე,  პარკში მოსულ დამსვენებლებსა და მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე  გაუწევენ პირველად სამედიცინო კონსულტაციას

 

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებებებიჯამრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული აქტივობები.

 

ფესტივალის მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია  და საზოგადოებაში ჯანდაცვის სერვისების შესახებ, ცნობიერების  ამაღლება.

 

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.  

 


ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge