Powered by Jasper Roberts - Blog

18:04 28.09.2017
"აირჩიე თმა, აიჩიე თალიზი!"- თმის გადანერგვის ცენტრი 20 წლიანი გამოცდილებით

სამედიცინო ფესტივალზე წარმოდგენილია თმის გადანერგვის ცენტრი -  კლინიკა "თალიზი", რომელიც უკვე მე-20-ე წელიწადია არსებობს და  პაციენტებს ემსახურება. 

 

კლინიკაში მუშობენ უმაღლესი კალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებიც მოგიგვარებენ ყველანაირ პრობლემას, რაც დაკავშიებულია თმასთან. უმაღლესი ხარისხისა და შეღავათიანი ფასების გამო, ცენტრს უცხოელი პაციენტებიც სტუმრობენ.

 

კლინიკა „თალიზში“ თმის გადანერგვა თანამედოვე 2 სხვადასხვა მეთოდით კეთდება. ასევე, ძალიან დიდი მოთხოვნაა წარბის გადანერგვაზე, განსაკუთრებით ქალბატონებში. კლინინიკის სერვისში შედის თმის მეზოთერაპია და პლაზმოლიფტინგი, იმ პაციენტებისთვის , ვისაც სურს ჯანსაღი, ხშირი  და ლამაზი თმა.

 

"აირჩიე თმა, აიჩიე თალიზი!"- თმის გადანერგვის ცენტრი 20 წლიანი გამოცდილებით!

 

შეგახსენებთ, რომ მედია ჰონდინგ ,,ჯორჯიან თაიმსისა“ და მთაწმინიდს პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას,  /30 სექტემბერი -1 ოქტომბერი/ მთაწმინდის პარკში,  სამედიცინო ფესტივალი გაიმართება.

 

 

ფესტივალი შაბათს, 14:00 საათზე გაიხსნება და მას სტუმრის სტატუსით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეწვევა.

 

ორი დღის განმავლობაში, პარკის სრულ ტერიტორიაზე,  მათსავე რადიოში,  რეგულარულად  გამოცხადდება ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე კლინიკების მომსახურეობისა და სერვისების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სტუმრების ინფორმირებულობას.

 

ღონისძიებაში მონაწილე კლინიკები, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სერვისების უპირატესობას გააცნობენ. ასევე,  პარკში მოსულ დამსვენებლებსა და მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე  გაუწევენ პირველად სამედიცინო კონსულტაციას. 

 

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებებები, ჯამრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული აქტივობები.

 

 

ფესტივალის მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია  და საზოგადოებაში ჯანდაცვის სერვისების შესახებ, ცნობიერების  ამაღლება.

 

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.  

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge