Powered by Jasper Roberts - Blog

12:37 26.09.2017
"აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას წლები დასჭირდება"-ლევან დავითაშვილი

ფაროსანა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზრიურ მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე განაცხადა. 



მისი თქმით, ფაროსანასთან ბრძოლას წლები დასჭირდება და აუცილებელია, ფერმერებამდე ინფორმაციის სწორად მიტანა და მათი ჩართულობა მავნებლის წინააღმდეგ. 



“ეს არის მავნებელი, რომელიც ბევრ კულტურას ანადგურებს. რაც შეეხება სიმინდის ნათესებს, მთლიანად არის დამუშავებული, დღესაც გრძელდება ეს სამუშაოები, თუმცა დასასრულს უახლოვდება, რადგან სიმინდის მოსავლის აღება უკვე დაწყებულია. სამეგრელოში საკმაოდ კარგი მოსავალი გვაქვს, ასევე გურიაში მიმდინარეობს მოსავლის აღება. ჩვენ წლები მოგვიწევს ამ მავნებელთან ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ, ამ ბრძოლის ნაწილში ჩვენ გამოვალთ გამარჯვებულები. 



ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს ციტრუსოვანი კულტურები და იქაც გვაქვს თავი დასაცავი ამ მავნებლისგან. შესაბამისად, სამინისტრომ მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმა წლის დასაწყისიდან იმ დრომდე, ვიდრე მავნებელი მიეცემა ძილს. მათ შორის, ხდება სპეციალური პრეპარატების დარიგება რეგიონებში. მნიშვნელოვანი კომპონენტია ფერმერებთან ცოდნის მიტანა”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge