Powered by Jasper Roberts - Blog

12:18 23.09.2017
დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი და შსს-ს დამატებითი ძალები ჩაერთვნენ

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და დამატებითი ძალები ჩაერთვნენ. 



როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 



მათივე ინფორმაციით, დილიდან ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო. 



როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge