Powered by Jasper Roberts - Blog

15:23 19.09.2017
20 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პროექტის - „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ პრეზენტაცია გაიმართება

20 სექტემბერს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის #1) გაიმართება პროექტის „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ პრეზენტაცია.  


პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური პროგრამების დამკვიდრებას საქართველოს სამუზეუმო სივრცეში, ჩაერთვება 21 მუზეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით. ხანგრძლივობა 16 თვე (07.2017-12.2018). პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

 

პროექტი მოიცავს მონაწილე მუზეუმების თანამშრომელთა ტრენინგებს, სპეციალური სახელმძღვანელოს გამოცემას და შშმ პირებისათვის ადაპტირებული საგანამანათლებლო პროგრამის შემუშავებას. პროგრამა შედგება ორი კომპონენტისაგან: დარბაზის დათვალიერება და შემოქმედებითი აქტივობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მონაცემთა ბაზა და განხორციელდება შშმ ბავშვების ჯგუფების ვიზიტები მუზეუმებში. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების საფუძველზე შეიქმნება სახელმძღვანელო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც პროექტში ჩართული მუზეუმების თანამშრომელთათვის, ასევე ნებისმიერი ინკლუზიური პროგრამების დანერგვით დაინტერესებული მუზეუმებისა თუ გალერეებისათვის. პროექტის ბოლო ეტაპზე წარიმართება ადვოკატირების კამპანია პროექტში ჩართულ მუზეუმებში ინკლუზიური საგანამანათლებლო პროგრამების დამკვიდრების მიზნით.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge