Powered by Jasper Roberts - Blog

13:02 14.09.2017
აფბა პროკურატურას ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაეხმაურება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდიავნანასთანდაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც PosTV-იმ ჩაატარა და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საკითხით.


ასოციაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდიავნანასდა მის დამფუძნებელსა პაატა ბურჭულაძეს ანდობდა.


აფბას მიაჩნია, რომპოსტივისმიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ არაერთი კითხვა ჩნდება ფონდში თანხების აკუმულირების, აღრიცხვისა და მათი ხარჯვის კანონიერებასთან დაკავშირებით და ახლა უკვე ობიექტური გამოძიების საქმეა, გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის წესით დასჯად ისეთ ქმდებებს, როგორებიცაა თაღლითობა, ქურდობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).


აფბა დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება საკუთრივ ფონდიიავნანასდა მისი ხელმძღვანელის ინტერესებში უნდა შედიოდეს.


"ახალგაზრდა ფინასნსიტთა და ბიზნსმენთა ასოციაციისათვის” უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომიავნანასთანდაკავშირებული სკანდალის ფონზე, არ მოხდეს საქართველოში ქველმოქმედების იდეის დისკრედიტაცია.


ამიტომ მოვუწოდებთ ყველა საქველმოქმედო ფონდს და ფილანტროპიით დაკავებულ ყველა კორპორაციას, უმოკლეს ვადებში წარმოადგინონ დეტალური და გამჭვირვალე ანგარიში მათი საქველმოქმედო საქმიანობის თაობაზე.


ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს ამ ტიპის გამჭვირვალობის ვალდებულების საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის მიზანშეწონილბაზე.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge