Powered by Jasper Roberts - Blog

11:32 14.09.2017
BBC RADIO-მ ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ორი გადაცემა მოამზადა

BBC RADIO-მ ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ 2 გადაცემა მოამზადა.  FOOD PROGRAMME-ის ჟურნალისტმა დენ სალდინომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნა.  FOOD PROGRAMME"- ოცდაათი წელია BBC-ის ეთერში გადის და ყოველკვირეულად ორ მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს.BBC-ის ჟურნალისტი  გადაცემაში ამერიკელი მწერლის  კარლა კაპალბოს წიგნის შესახებ საუბრობს  „Tasting Georgia".


„კარლა კაპალბომ კავკასიაში იმოგზაურა, გაეცნო ქართულ სამზარეულოს,  დაესწრო ტრადიციულ ქეიფს. საქართველო რომელიც დაახლოებით შოტლანდიის ზომის არის რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს. ეს არის უძველესი, უმდიდრესი ქვეყანა უცნობი კერძებით და ღვინის კულტურით. აბრეშუმის გზაზე მდებარე საქართველო საუკუნეების განმავლობაში სპარსეთის, თურქეთის და რუსეთის იმპერიების ბრძოლის  ველს წარმოადგენდა. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რთული წარსულისა და კონფლიქტების მიუხედავად ქართულმა სუფრის კულტურამ  თავის დამკვიდრება შეძლო. საქართველო მევანახეობის სამშობლოდ არის მიჩნეული, ქართული ღვინო ქართული გამორჩეული და მრავალფეროვანია, ის სუფრის განუყოფელი ნაწილია. სუფრაზე  ქართული ღვინო პოლიფონიურ ჰანგებთან ასოცირდება".


FOOD PROGRAMME" საქართველოს შესახებ 2 ნახევარ საათიანი გადაცემა მოამზადა. ღვინის შემდეგ მეორე ნაწილი ქართულ კერძებს ეხება. გადაცემის ავტორი მსმენელებს დეტალურად აღუწერს ქართული კერძების მომზადების წესებს.


საქართველოში მოგზაურობისას BBC-ის ჟურნალისტმა  თბილისი, მცხეთა, კახეთი და იმერეთი მოინახულა.  დენ სალდინო ადგილობრივ მეღვინეებს და  მომღერლებს შეხვდა. დენ სალდინო საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge