Powered by Jasper Roberts - Blog

15:32 13.09.2017
უკრაინას შეუძლია საქართველოს მიხეილ სააკაშვილი არ გადასცეს მანამ, ვიდრე მის საქმეზე საქართველოს სასამართლო განჩინებას არ გამოიტანს

უკრაინას შეუძლია საქართველოს მიხეილ სააკაშვილი არ გადასცეს მანამ, ვიდრე მის საქმეზე საქართველოს სასამართლო განჩინებას არ გამოიტანს. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დენის ჩერნიშევმა განაცხადა. 



„უკრაინაში ჯერ კიდევ არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა საზღვარი გადაკვეთა. იმ დოკუმენტებში, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ მიიღო სააკაშვილთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საქართველოში მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განიხილება. ეს ჯერ კიდევ არ არის ექსტრადიციის ჩატარების მორიგი ეტაპი და ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს მასში“, - განაცხადა ჩერნიშევმა. 


მისი თქმით, საქართველოში სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენი რომ გამოეტანათ იმ საქმეებზე, რაზეც მას ბრალი აქვს წაყენებული, მაშინ ექსტრადიციის საკითხი იუსტიციის სამინისტროს ნაწილობრივ პრეროგატივაში იქნებოდა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge