Powered by Jasper Roberts - Blog

13:35 13.09.2017
"გაათავისუფლეთ დაკავებული ჟურნალისტები, შეწყვიტეთ ჩვენი ხელმძღვანელების ფაშისტებად მოხსენიება"-ჟან-კლოდ იუნკერი

თურქეთი ნახტომისებურად შორდება ევროკავშირს და ცდილობს ყველა ხიდები დაწვას, თუმცა ევროპა კარს ღიად ტოვებს თურქი ხალხისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა საერთო ფასეულებების საფუძველზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 



„თურქეთი უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ევროკავშირს გიგანტური ნაბიჯებით შორდება“, - აღნიშნა იუნკერმა. 



მან ასევე გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების დევნა და დაკავებული ევროპელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა. 



„მივმართავ თურქეთის ხელისუფლებას: გაათავისუფლეთ ჩვენი ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჩვენი. შეწყვიტეთ ჩვენი ხელმძღვანელების შეურაცხყოფა, მათი ფაშისტებად და ნაცისტებად მოხსენიება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 



ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ევროპა დემოკრატიის კონტინენტია.



„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს თურქეთში ყველა ხიდის დაწვა სურს, რათა შემდეგ ევროკავშირი დაადანაშაულოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში“, - დასძინა მან. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge