Powered by Jasper Roberts - Blog

13:12 13.09.2017
თურქეთში პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება

16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციოსამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

ინფორმაციით, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჩამოიტანა, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები - სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან.

 

„ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხალის მონასტრის

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge