Powered by Jasper Roberts - Blog

12:50 13.09.2017
პირველი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მლნ ლარზე მეტი შესწირეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2017 წლის პირველი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში მიღებული შემოწირულობებით ლიდერობს „ქართული ოცნება“, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში შემომწირველებმა 7 მლნ ლარზე შესწირეს.


1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პარტიებს შემდეგი ოდენობით შემოწირულობები აქვთ მიღებული: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 7.343.993 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 323.675.45 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 15.600 ლარი, „გირჩი“ – 15.300, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 12.204 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 9.215 ლარი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5.432 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 900 ლარი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია - 434 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 200 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 40 ლარი.



მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვს 7.726.993.45 ლარი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge