Powered by Jasper Roberts - Blog

17:37 12.09.2017
,,ხელისუფლებას შეუძლია სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიიდან გააძევოს" - ადვოკატი

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დააკმაყოფილებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ ოქმს, უკრაინის ხელისუფლება შეძლებს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურის დაწყებას, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა. 



„მათ შეუძლიათ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიიდან გააძევონ, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ოქმის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მოტივაცია კი ის იქნება, რომ მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა გალაბალამ. 



ადვოკატის განმარტებით, უკრაინის კანონების თანახმად, მოქალაქეობის გარეშე პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა საიმიგრაციო სამსახურს საფუძველს აძლევს ასეთი პირის გაძევების პროცედურის ინიცირება მოახდინოს. 



მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს.



უწყებაში აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს ლვოვის ოლქის მოსტისკის დასახლებული პუნქტის სასამართლო განიხილავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge