Powered by Jasper Roberts - Blog

16:32 12.09.2017
უკრაინის პოლიციამ მიხეილ სააკაშვილთან ერთად „შეგინის“ გამშვები პუნქტის გადაკვეთის გამო, ხუთი აქტივისტი დააკავა

უკრაინის პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებმაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან ერთად „შეგინის“ გამშვები პუნქტი გადაკვეთეს. ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროში განაცხადეს.



უკრაინის პოლიციამ რამდენიმე დეპუტატს ასევე გაუგზავნა ცნობები გამოძახების შესახებ. 



დაკავებულებს ბრალად ედებათ უკრაინის სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევა, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა. გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ ფიზიკური ძალადობის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.



„სამართალდამცველებმა ასევე გამოავლინეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კიდევ ექვსი შესაძლო ორგანიზატორი, ასევე 10 სექტემბერს მომხდარი მოვლენების 32 აქტიური მონაწილე“, - აღნიშნეს შს სამინისტროში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge