Powered by Jasper Roberts - Blog

15:18 12.09.2017
“გუშინ ჩვენ დავიწყეთ ახალი პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ძალისხმევას" - პრეზიდენტი

უნდა ვეცადოთ, შევთავაზოთ მმართველ პარტიას ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებების მისივე პაკეტში. მმართველი ძალის ადგილზე მე გავიზიარებდი ამ მიდგომებს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.



როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს. 



“გუშინ ჩვენ დავიწყეთ ახალი პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ძალისხმევას, მივაღწიოთ კონსენსუსს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. გვესმის, რომ კონსტიტუცია მეტია, ვიდრე ერთი პარტიის მიერ მისაღები დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. ეს არის თამაშის ყოვლისმომცველი წესი. ეს არ არის ერთი პარტიის დოკუმენტი, არსებობს დოკუმენტი, ზემდგომი დოკუმენტი, რომელიც არ ეფუძნება პოლიტიკური პარტიის ხედვებს. უნდა ვეცადოთ, შევთავაზოთ მმართველ პარტიას ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებების მისივე პაკეტში. მმართველი ძალის ადგილზე მე გავიზიარებდი ამ მიდგომებს. შევხედავდი, რა იქნებოდა პოლიტიკური პარტიების გაერთიანებული ხედვა, ჩემს ხედვებს უკან გადავდებდი. ეს დოკუმენტი მალე შემუშავდება და ეს არის ცვლილებები იმ პაკეტში, რაც “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა. ჩვენ პარტიის მიღმა უნდა გავაკეთოთ ის ცვლილებები, რომელიც არის მომავლისთვის. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჩიხში შევიდა. შემუშავებულია ცვლილებების ის ვერსია, რომელსაც ერთმა პარტიამ მიაღწია. ამის დასაძლევად გვჭირდება ძალისხმევა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge