Powered by Jasper Roberts - Blog

15:00 12.09.2017
სოფელ ხურვალეთთან ახლოს, სამეურნეო ტექნიკამ გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო

სოფელ ხურვალეთთან ახლოს, ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო. 


გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, როინ ადიკაშვილის განცხადებით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ გაავლეს. 


ადიკაშვილის თქმით, სხვა ტერიტორიებზე ამ წუთებში ტექნიკა არ მუშაობს და არც ახალი ხნულები გაუკეთებიათ. 


დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ხნულები ხანძარსაწინააღმდეგოა, არაფერი კავშირი არ აქვს სასაზღვრო ნაგებობებთან და სამუშაოების წარმოება დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge