Powered by Jasper Roberts - Blog

13:07 12.09.2017
"ვინ მიხდის ფულს?- ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და სისულელეს მეკითხებით"-მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ საღამოს ლვოვში მისი ვახშმის საფასური ოთხმა ახალგაზრდამ გადაიხადა. 

 


მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტებს კითხვები დაუწუნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და არა მისი ცხოვრების დაფინანსებაზე.

 

 

„გუშინ ვთავაზობდი ვახშმის საფასურის გადახდას, მაგრამ უარი მითხრეს. ვახშამზე იყო ბორში, ქათმის გულ-მკერდი და ასე შემდეგ. ჩემთან ერთად იყო 4 ბიჭი და მათ არ გადამახდევინეს. თუკი თქვენთვის მთავარი კითხვაა, ვინ იხდის ჩემი ნომრის ანაზღაურებას, ვინ მიყიდა ქურთუკი ან ვინ გადამიხადა ვახშმის საფასური, მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, თქვენ კი უამრავ სისულელეს მეკითხებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge